უკრაინას საკვები პროდუქტების კრიზისი არ ემუქრება - ზელენსკის ოფისის განცხადება

20 მარტი 2022, 16:17 821 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ირწმუნებიან, რომ რუსული აგრესიის გამო  უკრაინაში საკვებთან დაკავშირებული პრობლემები არ იქნება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საწყობებში საბაზისო საკვები პროდუქტების არსებული რაოდენობა უკრაინას 3-5 წლის განმავლობაში გამოკვებავს.

"სურსათის საკითხი უზრუნველყოფილი გვაქვს და შემდეგ წელსაც უზრუნველყოფილი გვექნება, ვინაიდან ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის ზეთის, სხვა საბაზისო პროდუქტების მარაგი საწყობებში 3-5 წლისთვის საკმარისია. ამ პროდუქტების 70-80%-ს ექსპორტზე ვუშვებდით, ამიტომ ჩვენს თავს აუცილებლად გამოვკვებავთ", - განაცხადა როსტისლავ შურმანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი