რუსეთი უკრაინაში სირიის, ან ავღანეთის ომის სცენარის შექმნას ცდილობს - მიხაილ პოდოლიაკი

19 მარტი 2022, 16:37 1163 ნახვა

რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხებს უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და სადაო ტერიტორიების პოლიტიკური დარეგულირება წარმოადგენს.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განაცხადებით, რუსეთის არმიის ტაქტიკა მოიცავს დიდი ქალაქების ალყაში მოქცევას და ფრთოსანი რაკეტებით და საჰაერო დარტყმებით დაბომბვას ჰუმანიტარული კრიზისის შექმნის მიზნით.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში სირიის, ან ავღანეთის ომის სცენარის შექმნას ცდილობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი