ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

18 მარტი 2022, 20:41 979 ნახვა

ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა რამდენიმე თვეში იქნება მზად - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, უკრაინა ყველაფერს აღადგენს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მისი თქმით, უსამართლო და აგრესიული ომი ყოველთვის ძვირი უჯდება აგრესორს. მან აღნიშნა, რომ რაც არ უნდა დაემართოს რუსეთს, ეს არ ანუგეშებს უკრაინელებს, არ გააცოცხლებს დაღუპულებს, არ აღადგენს ქალაქებს და არ მოარჩენს სულიერ ჭრილობას, რომელიც უკრაინის მოსახლეობასთან მუდამ დარჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი