ხულოში საახალწლო ღონისძიებები დღეიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გაგრძელდება. ფოლკლორულ ქორეოგრაფიულ ნომრებს, ხულოს კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლებთან ერთად ღონისძიებებს მოწვეული ანსამბლები გააფორმებენ. ახალი წლის მთავარი ატრიბუტი მუნიციპალიტეტის ცენტრში გუშინ აინთო. რაც შეეხება ღონისძიებებს საახალწლო ღონისძიებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 ათასი ლარია გათვალისწინებული.