ქობულეთში საზეიმო საღამო გაიმართა, სადაც წლის წარმატებული ქობულეთელები დაჯილდოვდნენ. მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული ჯილდოები განათლების, კულტურის, სპორტის და სხვადასხვა სფეროში შეტანილი წვლილისთვის რეგიონის პირველმა პირმა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა გადასცეს.