რუსეთი არ შეასრულებს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„არა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ გადაწყვეტილების გათვალისწინება. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი ცნება როგორიცაა „მხარეთა თანხმობა“. აქ არ შეიძლება იყოს რამენაირი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, ეს არის ის, რისი გათვალისწინებაც ჩვენ არ შეგვიძლია...
ასეთ რთულ დროს ძალიან ბევრი ადამიანი აჩვენებს თავის არსს და ძალიან ბევრი ადამიანი აჩვენებს საკუთარ თავს, რუსულად რომ ვთქვათ, მოღალატედ. ისინი თავად ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან, ვიღაც მიდის თანამდებობიდან, ვიღაც აქტიური სამსახურეობრივი ცხოვრებიდან, ვიღაც ტოვებს ქვეყანას და სხვა სახელმწიფოებში გადადის. ასე ხდება ეს გაწმენდა. ვიღაც არღვევს კანონს და ამისთვის ეკისრება სასჯელი სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად“, – განაცხადა პესკოვმა რუსულ მედიასთან.
16 მარტს ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.