საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პროექტის შესახებ იმსჯელეს მერიაში. არჩილ ჩიქოვანი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს ანნა ჩერნიშოვას შეხვდა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წყაროსთან დახარისხების ექსპერიმენტის მიმდინარეობის პროცესი, რომელსაც ბათუმის მერია UNDP-ითან ერთად ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, კონკრეტულად კი, პლასტმასის ნარჩენისათვის დამზადდა გამჭვირვალე 15 კონტეინერი, რომლებიც სამ ლოკაციაზე განთავსდა. შეგროვებული და აღრიცხული ნარჩენი კი ბათუმის „სანდასუფთავების“ სამსახურს გადაეცემა.
საპილოტე პროექტი ერთდროულად თბილისსა და ბათუმში ხორციელდება.