უკრაინის ქალაქებში რამდენიმე საათია განგაშის სიგნალები ისმის 

14 მარტი 2022, 10:06 885 ნახვა

მე-19 დღეა უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ რუს ოკუპანტებს. ქვეყნის დიდ ქალაქებში, რეგულარული საარტილერიო ბრძოლები მიმდინარეობს.  5 საათზე მეტია განგაშის სიგნალები ისმის უკრაინის რამდენიმე ქალაქში. 

ჟიტომირის რეგიონში ადმინისტრაციულ შენობას რუსმა ოკუპანტებმა რაკეტა ესროლეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. დაზიანებულია 7 შენობა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

რუსეთის არმიამ სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა „მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო“ ცენტრს, რომელიც ქალაქ ლვოვთან, პოლონეთის საზღვრიდან 25 კმ-ში მდებარეობს. უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, იერიში 30-მდე რაკეტით განხორციელდა, რაც ომის დაწყების დღიდან ყველაზე მასიური დარტყმაა უკრაინის დასავლეთ ნაწილში. შედეგად, დაიღუპა 35, ხოლო დაშავდა 130 ადამიანი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა არტილერიამ მელიტოპოლის მახლობლად რუსული ძალების 200-მდე ერთეული ტექნიკა გაანადგურა. მათ შორისაა, ოკუპანტების ოთხი თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი და ერთი დრონი, რომელიც გუშინ ჩამოაგდეს. კვლავ ოკუპანტების კონტროლის ქვეშ რჩება ქალაქი ტროსტიანეცი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი