უკრაინამ დაკარგა პატარა ქალაქი ვოლნოვახა, მარიუპოლში დაბომბეს მეჩეთი - ომის მე-17 დღე

12 მარტი 2022, 18:05 4823 ნახვა

უკრაინიდან  ლტოლვილთა  რაოდენობამ  2,5 მილიონს გადააჭარბა. გაეროს მონაცემებით, ამ დროისთვის  დაღუპულია 549 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინამ  დაკარგა პატარა ქალაქი ვოლნოვახა, რომელიც დონეცკსა და მარიუპოლს შორის მდებარეობს.

მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა - ხალხი უძლებს ყინვას, არიან ელექტროენერგიის გარეშე, აქვთ საკვებისა და წყლის ნაკლებობა.

ცოტა ხნის წინ  გავრცელდა ინფორმაცია რომ  ოკუპანტებმა ქალაქში მეჩეთზე მიიტანეს იერიში, სადაც თავს 80 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა.

ომის დაწყებიდან მე-17 დღეს იბომბება მარიუპოლი, ჩერნიგოვი, ნიკოლაევი.

კიევის რეგიონში ბრძოლების დროს განადგურდა ვასილკოვის სამხედრო აეროდრომი. კიევის ცენტრიდან 25 კილომენტში იმყოფებიან რუსული სამხედროები. მათ დედაქალაქის დაკავება სურთ.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან რუსული ჯარების კოლოსალურ დანაკარგებზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარს ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ მტერს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერი სურვილი დაუკარგოს.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში