ოჩხამურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

11 მარტი 2022, 10:10 1599 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში  საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შავაძეების ოჯახის 8 წევრიდან 3 მცირეწლოვანია.

დაზარალებულების თქმით, ხანძრის შედეგად დაიწვა თანხის ნაწილი, რომელსაც საცხოვრებელი ბინის შესაძენად აგროვებდა. ნაწილის გადარჩენა კი შეძლეს.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახის საკითხს კომისია შეისწავლის, მანამდე კი მათ ქირით გაიყვანენ.

სავარაუდო ვერსიით ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, შემთხვევის ადგილას, 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადის გარდა სამართალდამცველებიც მუშაობდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში