უკრაინასთან ერთად, საქართველოს 2008 წლის მოვლენებს შეეხნენ შეხვედრისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პოლონეთის პრეზიდენტი. ანჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ლეხ კაჩინსკი საუბრობდა 2008 წლის საქართველოს მოვლენებზე, რომ რუსეთი არ გაჩერდება მხოლოდ საქართველოს თავდასხმაზე. მისი თქმით არსებობდა მოლოდინი იმპერიალისტური მადის გაზრდის, თუ მსოფლიოს ამაზე რეაგირება არ ექნება, თუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არ ადგება და არ წარმოადგენს მკაცრ პოზიციას. კამალა ჰარისმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ ამერიკა უკრაინის მხარეს დგას და არ შეწყვეტს დახმარებას მანამ, სანამ ამის საჭიროება არსებობს. ანჯეი დუდამ კი უკრაინის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ პოლონეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, შესაბამისად მათ ისე უნდა იმოქმედონ რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები საფრთხის ქვეშ არ ჩააყენონ.