„ბათუმმა“ ზედიზედ მეორე ლიდერს მოუგო

09 მარტი 2022, 09:59 478 ნახვა

გუშინ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბათუმმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს ვერას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 77:63 დაამარცხა. ბათუმელებს დე ანჯელო სტიუარტმა ულიდერა, რომლის ანგარიშზე 20 ქულა და 15 მოხსნა იყო. ეს ბათუმელთა ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ბათუმმა ასევე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისი დაამარცხა. ამ დროისათვის ბათუმი 20 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

მორიგ შეხვედრას ზღვისპირელები 20 მარტს თბილისში, ჩემპიონატის ლიდერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი