ოფიციალურად ''ფიფამ'' რუსეთი მოკვეთა, პოლონეთი კი ფინალშია

09 მარტი 2022, 11:20 1449 ნახვა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალიდან მოკვეთილია.

პოლონეთის ნაკრები კი პირდაპირ ფინალში გავიდა.

''ფიფას საორგანიზაციო კომიტეტის ბიურომ გადაწყვიტა, რომ პოლონეთი მიიღებს B ჯგუფის ფინალში მონაწილეობის უფლებას პირდაპირ და იქ შვედეთი-ჩეხეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება“, - წერია ფიფას განცხადებაში .

რაც შეეხება უკრაინა-შოტლანდიის მატჩს ივნისისთვის გადაიდო.

''უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ წერილი გამოგვიგზავნა და მოითხოვა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის გადადება, ამ სიტუაციაში მათი გუნდისთვის მოგზაურობისა და ვარჯიშის ორგანიზების შეუძლებლობის გამო.

უეფასთან და დაინტერესებულ ოთხ ასოციაციასთან კონსულტაციის შემდეგ ერთხმად დავაკმაყოფილეთ ეს თხოვნა სოლიდარობის სულისკვეთებით. შოტლანდია

-უკრაინის მატჩი, რომელიც 24 მარტს იყო დაგეგმილი, ივნისისთვის გადაიდო''. - ნათქვანიას მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანიზაციის განცხადებაში .

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი