რუსეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომელიც რუსეთიდან გარკვეული პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტის და იმპორტის შეზღუდვას ან აკრძალვას გულისხმობს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეზღუდული პროდუქტების და იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის მთავრობამ უნდა განსაზღვროს.
პუტინის ახალ განკარგულებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსეთიდან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ.