თუ მსოფლიო განზე გადგება - ის საკუთარ თავს დაკარგავს - ზელენსკი

08 მარტი 2022, 14:27 859 ნახვა

თუ მსოფლიო განზე გადგება - ის საკუთარ თავს დაკარგავს - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვიდეომიმართვისას ისაუბრა. 

''არსებობს უპირობო ღირებულებები. ყველასთვის საერთო. პირველ რიგში, ესაა სიცოცხლე. სიცოცხლის უფლება ყველასთვის. სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით უკრაინაში. სწორედ ის, რისი წართმევაც სურთ სუსტ ოკუპანტებს. ეს ისაა, რაც მსოფლიომ უნდა დაიცვას'' - განაცხადა ზელენსკიმ. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს მშვიდობიანი ქალაქი სუმი.

პრეზიდენტის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთს არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც 13 დღეში უკრაინაში დაკარგა. მისი თქმით, სწორედ ამდენივე დღეა, დასავლეთისგან ისმენენ დაპირებებს, რომ ცასთან დაკავშირებით დაეხმარებიან და თვითმფრინავებს გადასცემენ.

''ავიადარტყმების შედეგად და ბლოკირებულ ქალაქში დაღუპულ თითოეულ მოქალაქეზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, ასევე დასავლეთში იმ პირებს, რომლებიც ამ 13 დღის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებენ, რომელთაც ვერ შეძლეს უკრაინული ცის დახურვის უზრუნველყოფა'' - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მარიუპოლში გაუწყლოების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა და ის რაც უკრაინაში ხდება გენოციდია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი