აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მოუწოდეს ნუ ცრუობს. უწყების პრეს-სპიკერი ნედ პრაისი რუსეთის მთავარი დიპლომატის მორიგ განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა. ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ტვიტში ლავროვი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლებას და მას სიცრუეს უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანი არის ნებისმიერი ომის შეჩერება, რომელიც შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღდეს ან ამ ტერიტორიიდან დაწყებულიყო. რაზეც პრაისმა უპასუხა - ეს აშკარა სიცრუეა.
რუსული სპეცოპერაცია უკრაინაში ომს აჩაღებს. უკრაინას არ სურს ომი.