ნავთობზე ემბარგოს საპასუხოდ, მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება

08 მარტი 2022, 12:04 837 ნახვა

რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო თუ დაწესდება, მაშინ მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გააკეთა.

„ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რათა საპასუხო ზომები მივიღოთ და დავაწესოთ ემბარგო ბუნებრივი აირის მიწოდებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გაზსადენის მეშვეობით“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

ნოვაკის თქმით, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის ალტერნატივის სწრაფად პოვნა შეუძლებელი იქნება.

მისივე თქმით, „რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგს მოუტანს“. მისი ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში „შავი ოქროს“ ფასი ერთ ბარელზე 300 დოლარს მიაღწევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი