ქობულეთში ავარიულ მონაკვეთებში 5 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდება, რაზეც ქალაქის მერია 50-ათი ათას ლარს დახარჯავს.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ამბობენ, რომ უკვე ორი წელია, რაც ვიდეო კამერების მონტაჟს და ასევე, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე საგზაო მონიშვნების დახაზვას ითხოვენ.
ვიდეო კამერები პირველ სკოლასთან და გვარა-მუხაესტატეს სოფლების ცენტრალურ საავტომობილო გზასთან დამონტაჟდება, სადაც ხშირია ავარიული სიტუაციები.
რაც შეეხება საგზაო მონიშვნებს, ამისთვის ბიუჯეტიდან 65-ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.