უნგრეთმა, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
" უნგრეთი მხარს უჭერს ამ ინიციატივას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენოს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
მიიღებს თუ არა უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - ისტორიულ საკითხზე ევროპარლამენტი დღეს იმსჯელებს.
როგორც ცნობილია, ევროპელ ლიდერებთან ერთად ევროპარლამენტში - დისტანციურად, სიტყვით გამოვა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.