PCR ტესტირება დღეიდან ფასიანია

01 მარტი 2022, 11:01 464 ნახვა

„კოვიდ-19“-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი მარტიდან პისიარ ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცა გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა. „კოვიდტესტირების რეჟიმების გადახედვა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა.

ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება „ომიკრონი“ და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, „კოვიდ-19“-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ, უნდა დარჩნენ იზოლაციაში მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში. დღეიდან ასევე გაუქმდა კოვიდ სასტუმროები. ბოლო 24 საათის განმავლო0ბაშ კოვიდ 19-ის  6 ათას 847 ახალი შეmთხევვა დადასტურდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში