ბაჩო ახალაიამ ციხე დატოვა

01 მარტი 2022, 10:49 1019 ნახვა

ბაჩო ახალაია თავისუფალია. მან ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე - უთხრა ჟურნალისტებს ახალაიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ. 

მისივე თქმით, ის დროის გატარებას მეუღლესთან და შვილებთან ერთად აპირებს.

„დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი - მეუღლე და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა და ცოტა ფეხზე დადგომა მინდა. გამოფიტული ვარ, დაღლილი და გადაღლილი ვარ,“ - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

2018 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წამების ჯგუფურად ორგანიზებასა და წამებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი