ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იდეას სპეციალური პროცედურით. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
მათივე ცნობით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ სტანდარტული პროცედურების მომხრეა, თუმცა ახლა ისინი არ არიან სტანდარტულ სიტუაციაში.
მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს დაუყონებლივ მიიღოს უკრაინა ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით.