უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა.
„უკრაინა იყო და არის მზად ცეცხლის შეწყვეტაზე და მშვიდობაზე მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩვენი უცვლელი პოზიციაა. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე. უშუალოდ ამ საათებში მხარეები მართავენ კონსულტაციებს მოლაპარაკებების პროცესის ჩატარების დროსა და ადგილზე. რაც მალე დაიწყება მოლაპარაკებები, მით უფრო მეტი იქნება ნორმალური ცხოვრების აღდგენის შანსი“, – დაწერა ნიკიფოროვმა სოციალურ ქსელში.