ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს

25 თებერვალი 2022, 15:51 1517 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, რათა ხალხის სიკვდილი შევაჩეროთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიაა, არამედ ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ:

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არ არის მხოლოდ შეჭრა, ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ევროპაში ადამიანის ელემენტარული უფლებების წინააღმდეგ, კონტინენტზე თანაარსებობის ყველა წესის საწინააღმდეგოდ, იმის წინააღმდეგ, რომ ევროპული სახელმწიფოები უარს ამბობენ ძალის გამოყენებით საზღვრების გაყოფაზე," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი