დღეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა იწყება

25 თებერვალი 2022, 10:58 742 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს. ტურის პირველი მატჩი ბათუმში გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონს – ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს.

ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს „ქართულ კლასიკოში” „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე, დაიწყება.

პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს, შაბათს, გორის „დილა“, მთავარ ქართულ დივიზიონში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაწინაურებულ „გაგრას“ უმასპინძლებს, ხოლო „მიხეილ მესხი 2“-ზე დაბრუნებული თბილისის „ლოკომოტივი“ „თელავს“ შეხვდება.

ტურის ბოლო მატჩი, კვირას, „მიხეილ მესხზე“ შედგება – საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო“ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი