“საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო!” - ზუსტად 101 წლის წინ დამოუკიდებელმა საქართველოს რესპუბლიკამ პირველი კონსტიტუცია მიიღო.
149 მუხლისგან შემდგარი დოკუმენტში ასახული იყო ადამიანის თითქმის ყველა ფუნდამენტური უფლება, რომლებიც დღეს დემოკრატიის მონაპოვრად ითვლება.
კონსტიტუციის მიღებიდან ზუსტად 4 დღის შემდეგ წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახერხა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.