საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მესამე ტურის შეხვედრაში საქართველომ დაძაბულ შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრები 18-16 დაამარცხა.
გასულ ორ ტურში საქართველომ ჯერ ბელორუსს 25-5 მოუგო, შემდეგ კი პოლონეთს 22-1 აჯობა.
ამ სამი გამარჯვების შემდეგ კი ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
ქართველი წყალბურთელების დებიუტი კონტინენტის პირველობაზე 2014 წელს შედგა, საუკეთესო შედეგი კი 2020 წელს დააფიქსირეს, როდესაც მე-10 პოზიცია დაიკავეს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2022 წლის 27-აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიაში გაიმართება.