„დინამო“ ბათუმმა ახალწვეულები გულშემატკივრებს წარუდგინა

19 თებერვალი 2022, 14:15 1127 ნახვა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო“ ბათუმმა ახალი, 2022 წლის სეზონის წინ, ახალწვეულები სტადიონზე, გულშემატკივრების წინაშე წარადგინა. გია გეგუჩაძის გუნდმა სატრანსფერო პერიოდში ჯამში 10 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის  ჯანო ანანიძე და ელგუჯა ლობჯანიძე.

ანანიძე ბოლოს „დინამო“ თბილისში თამაშობდა, ხოლო ლობჯანიძე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრიცაა, ბათუმურ კლუბში ყაზახური „ტობოლიდან“ გადმოვიდა.

ფეხბურთელების ამგავრი წარდგენა გულშემატკივრების წინაშე ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა. ხვალ  დინამო ბათუმი ახალ საფეხბურთო სეზონს ოფიციალურად დაიწყებს და ქუთაისში წლის პირველი ტიტულის - სუპერთასის მოპოვებას შეეცდება.

 მეტოქე საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „საბურთალო“ იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში