ბულვარში მდებარე უკანონო ნაგებობების დემონტაჟი

18 თებერვალი 2022, 17:53 1051 ნახვა

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში უკანონო შენობა-ნაგებობების ნაწილი უკვე დაანგრიეს და მძიმე ტექნიკა ამ წუთებშიც აგრძელებს სამუშაოებს.  „პიერ ბათუმის“  ნაგებობების დემონტაჟი დილიდან დაიწყო. ობიექტი წლების წინ ნებართვის გარეშე მოეწყო და მესაკუთრე ამის გამო არაერთხელ დააჯარიმეს. ამის მიუხედავად, „პიერ ბათუმი“ მუშაობას მაინც განაგრძობდა. ეს ადგილი 2010 წელს თურქულ კომპანია „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. მოიჯარეების ნაწილი ამბობს, რომ დემონტაჟის დაწყების შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულები. ადგილზე ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტებიც მივიდნენ. ისინი უკანონო შენობების დემონტაჟს დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ სამართლიანი იქნება თუ ბულვარის ტერიტორიაზე ყველა უკანონო შენობა დაინგრევა.  მერიაში აცხადებენ, რომ ბულვარის გენგეგმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რომლის მიხედვითაც ზღვისპირა პარკში განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობი გაფრთხილების შემდეგ უნდა დაინგრეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი