აშშ-ში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული აგროკომპანია მონაწილეობდა.
მათ ჩიკაგოში, საერთაშორისო გამოფენაზე დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნეს.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო ორგანული წვენები, ჩაი, თაფლი, ჩირი, დაფნა, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.