გახარიას პარტია "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფორმატში გამართული შეხვედრას გამოეხმაურა, რომელზეც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჩორჩანა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩორჩანის საგუშაგო უნდა მოხსნას.
ბერდია სიჭინავას თქმით, ჩორჩანის ეპიზოდზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნით, „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ინციდენტების პრევენციის ფარგლებში, ამ განცხადებას უკვე ორი წელია ისმენენ, თუმცა საქართველოს სახელმწიფო გადაწყვეტილებას მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.