აქცია ოპიზრების ქუჩაზე

11 დეკემბერი 2025, 14:16 109 ნახვა

ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გაიმართა. 36 ოჯახი ბათუმის მერიას ქუჩაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწყობას თხოვს. წვიმის დროს ამ ტერიტორიაზე წყალი გუბდება, ივსება  კანალიზაციის ჭები  და  ქუჩაზე  გადმოდის, იტბორება  საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც. 

იმის გამო, რომ  ქუჩაზე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია,  აქ მცხოვრებლებს  დაგუბებული წვიმის წყლის  სპეც ტექნიკით ამოტუმბვა საკუთარი ხარჯებით უწევთ, სიხშირიდან გამომდინარე კი ამისთვის  საჭირო სახსრები არ აქვთ. ადგილობრივებმა,როგორც ამბობენ,  მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

მერიაში  სატელევიზიო კომენტარზე უარი გვითხრეს, წერილობით კი  გვაცნობეს, რომ  ჯერ აუცილებელია ოპიზრების ქუჩის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია, რომელიც  დასრულების ეტაპზეა,  აღნიშნული ქუჩის  პრობლემური ჩიხის  მოწესრიგება კი მომდევნო წელს არის დაგეგმილი, თუმცა  კონკრეტულ ვადებს  მერიაში არ აკონკრეტებენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი