18 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი სტუმრებს სპექტაკლის პრემიერით უმასპინძლებს.
,, ფიროსმანი’’ - ასე ჰქვია ზვიად ბოლქვაძის მუსიკალურ დრამას, რომელსაც მაყურებელი 18 დეკემბერს 20:00 მოისმენს.
სპექტაკლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრების ბოლო გზას- სიკვდილს აღწერს. მსახიობები უკვე გადიან რეპეტიციებს, ფიროსმანის როლს კახა კობალაძე ასრულებს, თათია თათარაშვილი კი სიკვდილს განასახიერებს, რეჟისორი ზაზა სიხარულიძეა .
სპექტაკლის მუსიკა აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის მიერ ,ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით ჩაიწერა.
სპექტაკლი სცენარისტს, მთარგმნელსა და დრამატურგს თამაზ გოდერძიშვილს ეძღვნება.
