მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური პროექტები დადებითად შეაფასეს.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობა განიხილეს, განხორციელებული საქმიანობა შეაფასეს და 2026 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
სამუშაო სესიაზე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტის მნიშვნელობასა და პირველ მულტიფუქნციურ გეოპორტალზე ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მიერ წარმოებულ სივრცით მონაცემებს აერთიანებს.