აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შერჩეულმა ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო აქსელერატორმა Startupbootcamp-მა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება.
ოთხი უმსხვილესი საერთაშორისო აქსელერატორი 2026 წლის განმავლობაში ქართველ და რეგიონულ სტარტაპერებთან იმუშავებენ და მათ გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში დაეხმარებიან.