თემატური გამოფენა

21 ნოემბერი 2025, 19:53 91 ნახვა

„ნაოსნობის ისტორიიდან -ჭოროხი, როგორც სავაჭრო სანაოსნო სანაპირო“- აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხარიტონ ახვლედიანის  სახელობის მუზეუმში თემატური გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნავის მაკეტი, ბადეები, ძველი რუკები, უნიკალური ფოტოები, ზღვის ნიჟარები თევზის ფიტულები და სავაჭრო ტვირთის ატრიბუტიკა. 

პარალელურად შეხვედრაზე ისაუბრეს  აჭარაში ნაოსნობის განვითარების შესახებ . აჩვენეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის  დოკუმენტური ფილმი - „ ამბავი ჭოროხზე ნაოსნობისა“.

ეს გახლავთ მეორე ფილმი დაკარგული ისტორიის ვიდეო-ქრონიკებიდან. ფილმში ასახულია ჭოროხის სანაოსნო სივრცის წარსული და თანამედროვეობა, ნავთმშენებლობის და ნაოსნობის თავისებურებები, ფილმი ექვსი ნაწილისგან შედგება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე