უკრაინის რადამ რეზოლუციის პროექტი მიიღო

15 თებერვალი 2022, 13:44 651 ნახვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ  უკრაინის გარშემო სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხოური სახელმწიფოების პარლამენტებისა და მთავრობებისადმი მიმართვის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო. 

პროექტის თანახმად, უმაღლესი რადა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს  გაიყვანოს უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალები და შეიარაღება, ასევე მისი სამხედრო კონტიგენტი დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, შეწყვიტოს სამხედრო წვრთნები უკრაინის საზღვაო აკვატორიაში და მოხსნას საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობისთვის შექმნილი ბარიერები.

საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს და უცხოური სახელმწიფოების პარლამენტებს  უკრაინული რადა მოუწოდებს რუსეთზე გააძლიერონ სასანქციო ზეწოლა, როგორც აგრესორი სახელმწიფოს შეკავებისა და  უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურის შესანარჩუნებლად მიმართული ყოვლისმომცველი ძალისხმევის   მნიშვნელოვანი ელემენტი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი