აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ მოუწოდებს უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, აშშ-ს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს. როგორც ბლინკენმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი პერსონალის უსაფრთხოებაა, რაც მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.
აქვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ბელარუსში გამზგავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. უწყების ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობაა.
აშშ-ის დეპარტამენტის ცნობით, საელჩო აგრძელებს თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან ქვეყანაში დიპლომატიური ჩართულობის კოორდინირებით.
ამასთან აშშ გააგრძელებს ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას კრიზისის დეესკალაციისთვის.