დღეს პეკინში მოციგურავე ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს

15 თებერვალი 2022, 09:56 923 ნახვა

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის კიდევ ერთი წევრი იასპარეზებს.

19 წლის ანასტასია გუბანოვა ქალთა შორის ინდივიდუალურ ციგურაობაში მოკლე პროგრამით გამოვა.

მოციგურავეთა მოკლე პროგრამა თბილისის დროით 14:00-ზე იწყება.
გუბანოვა ყინულზე მე-9 გავა და მოკლე პროგრამის 7 ელემენტს შეასრულებს.

30 მონაწილიდან 24 ფინალში გადადის. სწორედ ფინალში  თავისუფალ ციგურაობაში, შეჯიბრი 17 თებერვალს გაიმართება.

ანასტასიამ ერთხელ უკვე შეასრულა მოკლე პროგრამა,როდესაც გუნდურ შეჯიბრში გამოდიოდა. მან მაშინ 67.56 ქულა მიიღო და 10 მონაწილეს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მოუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში