ხიხანი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში. იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო. ისტორიული წყაროებით, როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს, ისინი თავს ამ ციხეს აფარებდნენ.
XIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ციხეში, ერისთავთ-ერისთავების აბუსერისა და ვარდანის დავალებით, მათმა ძმამ ტბელმა, ქვის წმ. გიორგის ეკლესია ააგო. ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს უამრავი ლეგენდა აკავშირებს. ზოგჯერ ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ. ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ და ღირსშესანიშნავ ადგილთან მისვლა მალე უფრო მოსახერხებელი გახდება, მოეწყობა ინფრასტრუქტურა და მოსასვენებელი ადგილები.