მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა

10 თებერვალი 2022, 16:04 1181 ნახვა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. მიუხედავად იმისა რომ ამ პერიოდში ''ჯვაროსნებს'' არ უთამაშიათ დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 1 პოზიციით დაქვეითდა.  

აფრიკის თასის შემდეგ გაბონის ნაკრებმა რეიტინგში დაწინაურება შეძლო.

ამ დროისთვის ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 1269 ქულით 86-ე პოზიციაზე იმყოფება. ჩვენს წინ უზბეკეთის ნაკრებია, ხოლო უკან ჰაიტი. 

საქართველოს ნაკრებს ''ფიფას'' რეიტინგში საუკეთესო პოზიცია 1998 წელს ჰქონდა, როდესაც 42-ე პოზიციას იკავებდა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველო 2022 წელს ორი ამხანაგური შეხვედრით გახსნის. 25 მარტს ბონია-ჰერცეგოვინას, ხოლო 29 მარტს ალბანეთს ესტუმრება.

ივნისიდან კი ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაებმება, სადაც ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში