უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლა უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში ბიზნესს არაფერი ემუქრება. ხოლო რაც შეეხება საზღვართან რუსული ჯარის მობილიზებას, ეს რუსეთის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლაა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზელენსკიმ შეხვედრა გამართა საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან - ევროპული ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან. ქვეყნის ლიდერმა უკრაინის ეკონომიკის მხარადასაჭერად ხელისუფლების ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის ისეთი გარემოება, რომელიც ბიზნესის მუშაობას შეაფერხებდა. „საზღვართან ჯარის განლაგება ეს ჩვენი მეზობლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ამაში არაფერს ახალს ვერ ვხედავთ.
რაც შეეხება რისკებს, რისკები 2014 წლიდან მოყოლებული არის და არ მთავრდება“ - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.