კარიბის ზღვის სამ ქვეყანაში დამანგრეველ სტიქიას ებრძვიან

02 ნოემბერი 2025, 10:01 139 ნახვა

კარიბის ზღვის სამ ქვეყანაში სტიქიას ებრძვიან. ქარიშხალმა „მელისამ“ იამაიკაში, კუბასა და ჰაიტიში, ოფიციალური მონაცემებით უკვე 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მედიის ცნობით, რთული ვითარებაა ჰაიტიში, სადაც ნანგრევებსა და მიწის ჩამოშლილ მასაში კვლავ ეძებენ გაუჩინარებულ პირებს. ქარიშხლის შედეგად 500 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ზონიდან კუბაში მოსახლეობის ევაკუაციის პროცესში ჩართულია სამხედრო ტექნიკაც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე