სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება იწყება. ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატო-ს სტანდარტების უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში.