"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" შესაძლოა მთელ ევროპაში დაიხუროს - განცხადებას კომპანია მეტა აკეთებს.
საქმე ეხება მონაცემთა ევროპულ რეგულაციას, რომელიც უფლებას არ აძლევს მეტა-ს კომპანიას, რომელიც ადრე ფეისბუქის სახელით იყო ცნობილი, გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშავოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ყოველწლიურ ანგარიშისას, მეტა-მ განაცხადა, რომ თუ ახალი ჩარჩო არ იქნა მიღებული და კომპანია ვეღარ გამოიყენებდა შეთანხმებების ამჟამინდელ მოდელს, სავარაუდოდ, კონტინენტიდან წასვლა მოუწევდა.
"მეტას" განმარტებით, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ახალ შეთანხმებას წელს მიაღწიონ, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ”ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევთავაზებთ ჩვენს უამრავ მნიშვნელოვან პროდუქტს და სერვისს, მათ შორის ფეისბუქსა და ინსტაგრამს ევროპაში",- აცხადებენ კომპანიაში.