მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს და უსაფრთხოებას-განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მანამდე კი ლონდა თოლორაიას მიხეილ სააკაშვილმა განცხადებით მოუწოდა ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გამოქვეყნება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები.