საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მისი თქმით, აუცილებელია „ახალი ბალანსის“ შექმნა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს და დააშოშმინებს რუსეთს. მისი განცხადებით, რუსეთის მიზანია „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა ნატო-სა და ევროკავშირთან“.
მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ მისი დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საკმარისი იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, ხვალ კი - უკრაინაში გაემგზავრება.