პენტაგონის ანალიზი უკრაინაზე

06 თებერვალი 2022, 17:30 711 ნახვა

რუსეთის  მაღალჩინოსანი გაეროში უარყოფს პენტაგონის ანალიზს რომ რუსეთს 5 დღე დასჭირდება კიევის ასაღებად შედეგად კი 50 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება. დმიტრი პოლიანკის განცხადებით ეს ისეთივე წარმოუდგენელია როგორც ცნობა, რომ ვაშინგტონი ლონდონს დაესხმება  თავს. ამასთან რუსმა დეპუტატმა აშშ კომფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა.ც

ნობისთვის სააგენტო  როიტერსი პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინაში სრულ-მასშტაბიანი შეტევისთვის რუსეთს საჭირო ძალების 70% უკვე მობილიზებული ჰყავს და კიდევ ორი ტაქტიკური ბატალიონი უკვე გზაშია.

ამერიკელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა 15 თებერვლისთვის დაიწყოს, როდესაც ყინვა მაქსიმუმს მიაღწევს.ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევის ასაღებად რუსეთს 5 დღე დაჭირდება, შესაძლო დანაკარგები უკრაინის მხარეს 25 ათასამდე დაღუპული სამხედრო  და 50 ათასამდე მოქალაქეე ეყოლება., ამას დაემატება მილიონობით დევნილი, რომლებიც ევროპისკენ დაიძვრებიან. რუს სამხედროებს შორის კი შესაძლო დანაკარგს ამერიკელი ანალიტიკოსები 10 ათასის ფარგლებში ითვლიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი