დილიდან თოვს მთიან აჭარაში. ქედაში შუახევსა და ხულოში- მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს გადასცდა. შიდა სასოფლო გზებზე მოსახლეობა ფეხით გადაადგილდება ცენტრალურ გზებს კი ტექნიკა ეტაპობრივად წმენდს.
როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტში გვითხრეს მიმდინარეობს თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა, მათი განცხადებით სამივე მუნიციპალიტეტში სამუშაოებში 50 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
მთიან აჭარაში თოვას მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ, დეპარტამენტში ამბობენ, რომ უხვ ნალექთან გასამკლავებლად მზად არიან.