სოფელ დიოკნისში ავარიული შენობის ადგილას მალე თანამედროვე სტანდარტების,ადაპტირებული, მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობა განთავსდება. აქამდე შენობა ნახევრადფუნქციური იყო და ნაწილი იმდენად იყო დაზიანებული, რომ რეაბილიტაცია შეუძლებელია. ორწლიანი პროექტისთვის 834 604 ლარი დაიხარჯება.
მთლიანობაში კი ხულოს მერიამ აჭარის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 6 მილიონ 500 ათასი ლარი მიიღო.